რატომ ბინავი?
ბინავი არის ანალოგიური სისტემების მსგავსი პირველი ეროვნული პროდუქტი, რომელიც სპეციალურ ორგანაიზერ-პლათფორმაზეა დამყარებული. ეს ფაქტორი,
გრძელვადიან პერსპექტივაში, ქმნის სისტემის სწრაფი და მასშტაბური განვითარების შესაძლებლობას.
გარდა ამისა, ბინავს გააჩნია შემდეგი პრივილეგიები:
- ნებისმიერი ინტერნეტთან მიერთებული კომპიუტერის ვებ-ბროუზერიდან მუშაობის შესაძლებლობა ყოველგვარი ინსტალაციის გარეშე;
- ორგანაიზერ-პლათფორმაზე აგებული სისტემა ინდივიდუალური გადაწყვეტების მარტივად განხორციელების შესაძლებლობას იძლევა;
- იოლად ასათვისებელი და მარტივად მოხმარებადი;
- PHP/MySQL პლათფორმა იძლევა იმის საშუალებას, რომ სისტემა, თავისი მონაცემთა ბაზით, განთავსდეს როგორც ჰოსტინგ-პროვაიდერის სერვერზე,
ასევე სისტემის მფლობელის კორპორაციულ სერვერზე;
- სისტემა იძლევა იმის საშუალებას, რომ სხვა სერვერზე განთავსებული ვებ-გვერდი ონლაინ External Database რეჟიმში მიუერთდეს მას და
გამოიყენოს სისტემის მონაცემთა ბაზა;
- სისტემა უზრუნველყოფს მაღალ წარმადობას და სისწრაფეს დიდი მოცულობის მონაცემების პირობებშიდაც;
- სისტემა დაცულია მონაცემების დაკარგვისგან სარეზერვო კოპიოების (ბექაფის) ავტომატური შექმნით.