PHP/MySQL ტექნოლოგიაზე არის დაფუძნებული სპეციალური ორგანაიზერ-პლათფორმა "OrgAdmin", რომელზედაც იწყობა ინტერფეისი მონაცემთა ბაზის ნებისმიერი სტრუქტურის ცხრილებთან მუშაობისთვის მრავალი სტანდარტული თუ სპეციფიკური ფუნქციონალობით.
OrgAdmin წარმოადგენს მონაცემთა ბაზის, HTML ფორმების და მონაცემებზე ოპერირების სტანდარტიზირებული ინსტრუმენტების კრებულს, რომელიც აადვილებს და აჩქარებს მონაცემთა ბაზის სამუშაო ინტერფეისის შექმნას. ამასთან ერთად, ინარჩუნებს ტრადიციული პროგრამირების შესაძლებლობებს.
OrgAdmin-ის ძირითადი ფუნქციონალობაა:
პლათფორმაში ჩადებულია ინტერფეისის მომხმარებელზე მორგების ინსტრუმენტი "კონსტრუქტორი", რისი მეშვეობითაც მომხმარებელს შეუძლია, მისი შეხედულებისამებრ, დამალოს ან გამოაჩინოს სხვადასხვა ველები, შეცვალოს მათი თანმიმდევრობა, დამალოს ან გამოაჩინოს ველები რედაქტირების ფორმაში, განსაზღვროს დამატებითი სავალდებულო შესავსები ველები და სხვ.
გარდა ამ შესაძლებლობებისა, პლათფორმის მთავარი დამსახურებაა მასში ჩადებული ოპტიმიზაციის ის მექანიზმები, რომელიც საშუალებას აძლევს მასზე მომუშავე სისტემას მუშაობდეს სწრაფად და მოქნილად დიდი მოცულობის მონაცემების პირობებშიდაც კი.
თუ თქვენს წინაშე დგას WEB-ზე დაფუძნებული შიდა მოხმარების ფუნქციონალობის ან ვებ-გვერდის მონაცემთა ბაზის შექმნის და ადმინისტრირების ამოცანა, ის გადაწყვეტადია შედარებით მოკლე დროში და შედარებით მარტივად OrgAdmin-ის პლათფორმის გამოყენებით. შესაძლებელია უკვე არსებული ვებ-გვერდის დიზაინთან OrgAdmin-ზე შექმნილი მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორის ინტერფეისის ინტეგრაცია. OrgAdmin პლათფორმას მარტივად შეუძლია რთული სტრუქტურის მონაცემთა ბაზების ადმინისტრირების და ქონთენთის მართვის (CMS) ინტერფეისის შექმნა.