ძირითადი ფუნქციონალობა

 

ადმინისტრირების მოდული

ადმინისტრირების საშუალებით იმართება სხვადასხვა მოდულისთვის საერთო ცნობარები, კომპანიის ძირითადი ინფორმაცია და ამ მოდულის საშუალებით ხდება მონაცემთა ბაზის სარეზერვო კოპიოს (ბექაფის) აღება.

 

ლოგისტიკის მოდული

ლოგისტიკის მოდულის დანიშნულებაა საქონლის მოძრაობის აღრიცხვის ყოვლისმომცველი ფუნქციონალობით უზრუნველყოფა. მოდული ითვალისწინებს მომწოდებლების და კლიენტების სიების მართვას. საქონლის რეესტრის მართვას ფიქსირებული ან თვითღირებულებიდან დაანგარიშებული საცალო და საბითუმო ფასებით. მოდულში შედის შემდეგი სასაქონლო ოპერაციები:

  • საქონლის მიღება მომწოდებლისგან
  • საქონლის დაბრუნება მომწოდებლისთვის
  • საქონლის ჩამოწერა
  • საქონლის შიდა გადატანა საწყობებსა და სექციებს შორის
  • საქონლის საბითუმო გაცემა
  • საქონლის დაბრუნება კლიენტისგან
  • საქონლის საცალო გაყიდვა
  • ამასთან, მომწოდებლისგან საქონლის მიღებას წინ უნდა უსწრებდეს შესყიდვის შეკვეთა, ხოლო საბითუმო გაცემას წინ უნდა უსწრებდეს კლიენტის შეკვეთა. ორივე შეკვეთა შედგება შეკვეთის ქუდისგან და საქონლის ხაზებისგან (ჩამონათვალისგან), ასევე, ქუდის და საქონლის ხაზებისგან შედგება საქონლის ჩამოწერა და შიდა გადატანა. ასევე, საქონლის მხოლოდ შენახვის მიზნობრიობისთვის, გათვალისწინებულია საქონლის მიღების და გაცემის ოპერაციები ფასების მითითების გარეშე.

    სისტემა ითვალისწინებს ლოკაციების მართვის მრავალდონიან მექანიზმს. პირველი დონე განსაზღვრავს საწყობებს თავისი მისამართებით, მეორე დონე განსაზღვრავს სასაწყობე არეებს ტემპერატურის და ტენიანობის მითითებით, ხოლო მესამე დონიდან შესაძლებელია სექციების მრავალდონიანი სტრუქტურის მართვა ტევადობის მითითებით და საქონლის ავტომატური გადანაწიოლების შესაძლებლობით.

    სისტემაში ჩადებულია მარაგების კონტროლის მექანიზმები. თითოეული მიღების ოპერაცია განსაზღვრავს საქონლის პარტიას მიღების უნიუკალური Id-ით. თითოეული საქონლის პარტიის მნიშვნელოვანი ველებია პარტიის ნომერი (სერია), მიღების თარიღი და ვარგისიანობის ვადა. სისტემაში ჩადებულია განულებული პარტიების გაპასიურების მექანიზმი იმისათვის, რომ პარტიების რაოდენობის ზრდასთან ერთად, სისტემის მუშაობა არ შენელდეს.

    შესყიდვის შეკვეთას თანდართული აქვს დამატებითი ხარჯების აღრიცხვის შესაძლებლობა. თითოეულ შეკვეთას, შეიძლება დაუკავშირდეს ერთი ან რამდენიმე წინასწარგანსაზღვრული ტიპის დამატებითი მომსახურება ისე, რომ თითოეული ამ მომსახურების ხარჯები პროპორციულად ან შერჩევითად გადანაწილდეს შეკვეთის ხაზებზე.

    კლიენტის შეკვეთის ფორმირების შემდეგ აუცილებელია მოხდეს საქონლის რეზერვაცია კონკრეტული პარტიიდან, რათა საქონლის შემდგომი გაცემა დაფიქსირდეს ამ კონკრეტული პარტიიდან. ეს არის შერჩევითი რეზერვაციის მეთოდი.

    ლოგისტიკის მოდული მუშაობს თვითღირებულების დაანგარიშების MIDL მეთოდით. თითოეული სასაქონლო ოპერაცია ტარდება კონკრეტული MIDL თვითღირებულებით. იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება სასაქონლო ოპერაციის კორექცია ძველი რიცხვით, აუცილებელია MIDL თვითღირებულების თავიდან გადაანგარიშება. ამის გამო, სისტემაში ჩადებულია MIDL თვითღირებულების გადაანგარიშების მექანიზმი როგორც კონკრეტულ საქონელზე შესრულებული ოპერაციებისთვის, ასევე სრულად, ყველა ოპერაციისთვის. ამასთან, შესაძლებელია ცალკეული ოპერაციებისთვის შერჩევითი თვითღირებულების მინიჭება და ამ ოპერაციის მონიშვნა იმაზე, რომ სისტემამ, MIDL თვითღირებულების გადაანგარიშების დროს, არ შეცვალოს ამ ოპერაციის თვითღირებულება. ასეთ შეთხვევაში, მიმდინარე წლის ანგარიშგება მოხდება შერჩევითი თვითღირებულების შესაბამისად, ხოლო მომდევნო წლიდან ავტომატური გადაანგარიშების შესაბამისად. ეს ფუნქციონალობა იმისთვის არის ჩადებული სისტემაში, რომ კომპანიას თავად შეეძლოს ოპერაციებზე გადაანაწილოს თვითღირებულება მისი სურვილის შესაბამისად.

    ლოგისტიკის მოდული ითვალისწინებს მომწოდებლების მიმართ ანგარიშსწორების და კლიენტების გადახდების აღრიცხვას. ამასთან, სისტემაში ჩადებულია გადახდების სხვადასხვა შეკვეთებზე ავტომატური გადანაწილების (ურთიერთჩათვლების) მექანიზმი ისე, რომ უცვლელად ნარჩუნდება თითოეული გადახდის თარიღი და ოდენობა.

    სისტემაში შესაძლებელია შეკვეთების და/ან სასაქონლო ოპერაციების კორექცია უკანა რიცხვით. უკანა რიცხვით სასაქონლო ოპერაციის შეცვლის შემთხვევაში, აუცილებელია შემდეგი კომპლექსური ოპერაციების შესრულება:

  • MIDL თვითღირებულების გადაანგარიშება
  • განულებული პარტიების გაპასიურება
  • გარდა ამისა, სასურველია, რომ ჩატარდეს ყველა სახის ინსპექტირება გაუთვალისწინებელი ტექნიკური დარღვევების გამოსავლენად. ასევე, თუ ცვლილება შედის გადახდებში მომწოდებლების მიმართ ან კლიენტების გადახდებში, შესაბამისად, შესყიდვის გადახდების ჩათვლების გადაანგარიშება და გაყიდვის გადახდების ჩათვლების გადაანგარიშება. ყველა სასაქონლო ოპერაციის რედაქტირების ფორმაში მითითებულია ოპერაციის დღისთვის არსებული ნაშთი ოპერაციის რაოდენობის ამ ლიმიტის გადაჭარბების პრევენციის მიზნით. სხვადასხვა თარიღებით ნაშთების კონტროლის ეს მექანიზმი უზრუნველყოფს კონკრეტული მომენტისთვის, ოპერაციის იმდროინდელ ნაშთთან შეუსაბამო რაოდენობის შეყვანის პრევენციას.

    ლოგისტიკის მოდულში გათვალისწინებულია ანგარიშგება (რეპორტები) ყველა საჭირო ფორმით და ასევე, სხვადასხვა ფორმის (ინვოისი, ზედნადები) ბეჭდვის შესაძლებლობები.

     

    დოკუმენტბრუნვის მოდული

    დოკუმენტბრუნვის მოდული ითვალისწინებს ნებისმიერი ფორმატის დოკუმენტის ფაილის ატვირთვას სისტემაში და მათ კატეგორიზირებას წინასწარ განსაზღვრული დოკუმენტის ტიპებით. დოკუმენტს უნდა განესაზღვროს ერთი ან რამდენიმე ადრესატი. ასევე, დოკუმენტს ენიჭება შემდეგი სტატუსები:

  • დამუშავების პროცესში
  • განსახილველი
  • დამტკიცებული
  • დოკუმენტბრუნვის მოდულში ასევე ჩადებულია შეტყობინებების დაგზავნის ფუნქციონალობა. ის ითვალისწინებს ტექსტური შეტყობინების გაგზავნას ერთ ან რამდენიმე ადრესატზე და მათზე ნებისმიერი ფორმატის ფაილის მიერთებას (ატაჩმენტი). მომხმარებელს შეუძლია მარტივად დაუგზავნოს ავტომატურად გენერირებული შეტყობინება მის მიერ შექნილი დოკუმენტის შესახებ ყველა ადრესატს. მომხმარებელს, რომელსაც აქვს წაუკითხავი შეტყობინება, ვერ გააგრძელებს სისტემაში მუშაობას, სანამ ამ შეტყობინებას არ გახსნის.

     

    ადამიანური რესურსების მოდული

    ადამიანური რესურსების მართვის მოდული უზრუნველყოფს თანამშრომელთა კვალიფიკაციის განსაზღვრას, კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების ჩატარებას და სერთიფიცირებას. ტრენინგების ჩასატარებლად იქმნება ტრენინგ-ჯგუფები თანამშრომლების სიით, რომლის საფუძველზედაც გენერირდება კონკრეტული ტრენინგის ქუდი და თანამშრომელთა დაქვემდებარებული ცხრილი თანამშრომელთა დასწრების და შეფასების აღრიცხვის შესაძლებლობით. ტრენინგის ქუდში მიეთითება ტრენინგის დაწყების და დასრულების დრო და ტრენინგის ჩატარების ქალაქი. ტრენინგ-ჯგუფის საფუძველზე შესაძლებელია ნებისმიერი რაოდენობის ტრენინგების გენერირება.

    შესაძლებელია, თითოეული თანამშრომლისთვის, აღირიცხოს და ფაილის სახით აიტვირთოს სისტემაში ერთი ან რამდენიმე კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერთიფიკატი, როგორც დოკუმენტი. თანამშრომლების რეესტრი განსაზღვრულია ადმინისტრირების მოდულში, რადგან ის გამოიყენება არა მხოლოდ ადამიანური რესურსების მოდულში.

     

    ვებ-გვერდის მოდული

    ვებ-გვერდის მოდული იძლევა სისტემის ვებ-გვერდთან ინტეგრაციის შესაძლებლობას. ამ მოდულში აღირიცხება ვებ-გვერდის ვიზიტორების სტატისტიკური ინფორმაცია და განახლებადი ინფორმაცია სიახლეების და აქციების შესახებ. ასევე, ამ მოდულში არის ჩადებული ონლაინ შეკვეთების და ქულების დაგროვების სისტემის მართვის ინსტრუმენტები. ვებ-გვერდის მოდულში შედის ასევე ვებ-გვერდის ვიზიტორების პროფილის რეგისტრაცია და მათზე ქულების დარიცხვის და დახარჯვის ინსტრუმენტები.

     

    საცალო გაყიდვების მოდული

    საცალო გაყიდვების მოდული (მოლარის მოდული) არის ვინდოუს-აპლიკაცია, რომელიც გამოიყენება საცალო ვაჭრობის ობიექტებზე. ის მუშაობს ავტონომიურ რეჟიმში, მასში ჩადებულია მარაგების კონტროლის მექანიზმი, აღრიცხავს გაყიდვებს და პერიოდულად (ჩვეულებრივ დღის ბოლოს) აგზავნის მონაცემებს გაყიდვების შესახებ სერვერზე.

     

    პერსონალური ავტორიზაცია

    სისტემაში ავტორიზაციის გავლა შეუძლია რეგისტრირებულ მომხმარებელს. მომხმარებელს ადმინისტრატორის მიერ, ენიჭება უფლება, რომლითაც განისაზღვრება მომხმარებლის წვდომა მონაცემებთან და სისტემის ფუნქციონალობასთან. არსებობს უფლებების შემდეგი დონეები:

  • ადმინისტრატორი
  • მენეჯერი
  • ოპერატორი
  • საცალო გაყიდვების ოპერატორი
  • დამთვალიერებელი
  •  

    შეცვლილი მონაცემების მიკვლევადობა

    სისტემაში გათვალისწინებულია წაშლილი ან შეცვლილი მონაცემების შინაარსის მიკვლევადობა, რაც უზრუნველყოფს გაუგებრობის, შეცდომის თუ მონაცენმებზე არასანქცირებული ზემოქმედების შედეგად შექმნილი პრობლემის მიზეზის ადვილად დადგენას. ამისათვის სისტემაში არსებობს „მოქმედებების ისტორიის“ სპეციალური ცხრილი.

     

    ინსპექტირება

    მიუხედავად იმისა, რომ სისტემაში მუშაობს მონაცემების არასწორად შეყვანის კონტროლი და პრევენციის მექანიზმები, მონაცემების მდგრადობის შესანარჩუნებლად, სისტემაში არსებობს მონაცემების ინსპექტირების ფუნქციონალობა. ეს ფუნქციონალობა უზრუნველყოფს სხვადასხვა ტიპის ტექნიკური დარღვევის გამოვლენას და მათი კორექციისათვის საჭირო ინსტრუმენტების მოცემას:

  • Id ბმები - დაქვემდებარებულ ცხრილებთან კავშირის შემოწმება
  • დუბლირებული მონაცემები - დუბლირებული მონაცემების სისწორის შემოწმება
  • თარიღები - თარიღის გარეშე ოპერაციების გამოვლენა
  • ოპერაციების თანმიმდევრობა - დარღვევა ოპერაციების თანმიმდევრობაში
  • საქონლის პარტიების ნაშთები - პარტიების ნაშთების მინუსებში გასვლა
  • საქონლის და მომწოდებლების ბმების გაორება - გაორებული ბმების გამოვლენა
  • ათვისებული ქულების ინსპექტირება - ათვისებული ქულების შესაბამისობა საცალო გაყიდვების და ქულების ტრანზაქციების ცხრილებში
  • სახელების ინსპექტირება - სხვადასხვა ცხრილებში სახელებში დაუშვებელი სიმბოლოების არსებობა
  •  

    გარე კავშირები

    სისტემაში ჩადებულია მონაცემების გაცვლის შემდეგი მექანიზმები:

  • კავშირი RS.GE-თან (სასაქონლო ზედნადებების ექსპორტ-იმპორტი)
  • კავშირი გარე წყაროებთან (ინფორმაციის ექსპორტ-იმპორტი ORIS-თან)
  • კავშირი სალარო აპარატთან (ქვითრების ბეჭდვა მოლარის მოდულიდან)
  • სარეზერვო კოპიოს (ბექაფი) შექმნა (მონაცემების სარეზერვო კოპიოს ექსპორტი)
  •